8 საუკეთესო ტანის სკრაბი

კანი ჩვენს სხეულზე ისეთივე მოვლას საჭიროებს, როგორც სახეზე. ზაფხულის მწველი მზის ზემოქმედების შემდეგ ის შრება და უხეშდება. ამ ეფექტის თავიდან ასაცილებლად სკრაბი იდეალური პროდუქტია.

თუ ჯერ ვერ გადაწყვიტეთ რომელი სკრაბი აირჩიოთ, ჩვენს რეკომენდაციას გადახედეთ.

 

Caudalie-ის კაბერნეს სკრაბი – $19.50 – 50ლ

სკრაბი შეიცავს ყურძნის წიპწებს, თაფლს, ყავისფერ შაქარსა და ექვსი სახის ორგანულ ზეთს. აქვს ძლიერი ანტიცელულიტური და დამატენიანებელი ეფექტი, კანი კი აბრეშუმივით ნაზი ხდება.

Tree Hut-ის შიას შაქრის სკრაბი – $7.99 – 20ლ

შიას კარაქზე დამზადებული სკრაბი სხვადასხვა არომატით ხელს უწყობს კანის აღდგენას, სიგლუვისა და ელასტიურობის შენარჩუნებას. ასევე, აქვს ანტი-ასაკობრივი ეფექტი.

 

სკრაბი-გომაჟი Sacred Nature – $57.98 – 148ლ

ეს სკრაბი იტალიური მარკის Comfort Zone-ის ორგანულ ხაზში შედის, რომელსაც სერტიფიკატი Eco Cert გააჩნია. მას არ აქვს არომატიზატორები, ამიტომ ინგრედიენტების სუნი ასდის. მათ შორისაა ბურიტის და კარიტეს ზეთები ხის ნოტებით.

 

Thalgo-ს ტკბილ-მლაშე სკრაბი – $75.05 – 192ლ

ამ სკრაბს სპა-ბრენდისგან არომათერაპიული და მექანიკური ეფექტი აქვს. სკრაბს შაქრისა და მარილის სხვადასხვა ზომის გრანულები ურევია, რომლებიც მდნარ ზეთოვან ტექსტურასთან კონტრასტს ქმნიან, არომატი კი ციტრუსისაა.

 

Majestic Pure-ის ყავისფერი შაქრის სკრაბი – $14.98 – 38ლ

ჟობობასა და ნუშის ზეთებზე დამზადებული სკრაბი ხელს უწყობს სტრიებისა და ცელულიტის გაქრობას, რეკომენდირებულია ვარიკოზისა და აკნეს დროს. მისი გამოყენება შეიძლება როგორც სხეულზე, ასევე სახეზე. არ შეიცავს მავნე მინარევებს, ცხოველურ ცხიმებს და მისი ტესტირება არ ხდება ცხოველებზე.

 

 

Stenders-ის კრემისებური სკრაბი – $22.77 – 58ლ

ეს სკრაბი მშრალ კანს უხდება. ის სხვა ზეთოვანი სკრაბებისგან განსხვავებით კანზე ცხიმიან ფენას არ ტოვებს მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობაში ქაცვის ზეთი აქვს.

 

Elemis-ის მარილიანი სკრაბი – $57.00 – 146ლ

წვრილად დაფქული მარილის სკრაბი საკმაოდ ფხვიერია, კანს დელიკატურად ასუფთავებს და ოდნაც ცხიმიან ეფექტს ტოვებს. მის შემადგენლობაში შედის კამელიისა და ჟობობას ზეთი და ლაიმისა და ჯანჯაფილის მატონიზირებელი ექსტრაქტები.

 

სკრაბი The Ritual of Happy Buddha – £19.50 – 65ლ

ყველაზე პოზიტიური სკრაბთა შორის! შაქრისა და ზეთების ნაზავი რეკომენდირებულია მშრალი კანისთვის. Happy Buddha-ს ტკბილი ფორთოხლისა და კედარის არომატი მხიარულ განწყობასა და ღიმილს მოგგვრით.

 

*პროდუქტზე მითითებული ფასები ლარში მიახლოებულია და იცვლება კურსის მიხედვით.

 

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: