Alexander McQueen pre-fall 2018: კონტრასტების თამაში

სარა ბარტონმა წინასაშემოდგომო კოლექციის საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა, რომელიც აგვისტოში მაღაზიებს შეავსებს. Alexander McQueen-ის სახლის კრეატიულმა დირექტორმა აქცენტი კონტრასტებზე გააკეთა, რომლებიც ერთმანეთს მიიზიდავენ. დიზაინერმა ობრი ბერდსლეის ილუსტრაციების  მოტივები გამოიყენა და კაბებად აქცია. კოლექციაში ერთმანეთის გვერდითაა ტყავი და გიპიური, ქალური და მამაკაცური სილუეტები, რომანტიული მაქმანები და მეტალის დეტალები.

კომენტარი
%d bloggers like this: