Amazon-მა “ბეჭდების მბრძანებლის” ხუთი სეზონი დააანონსა

Amazon Studios განცხადებით, ჯონ რ. რ. ტოლკინის “ბეჭდების მბრძანებლის” მიხედვით გადაღებულ სერიალში ხუთი სეზონი იქნება. კომპანია სერიალში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ჩადებას გეგმავს, შესაბამისად 200 მილიონის სეზონში. პროექტი, განხორციელების შემთხვევაში, ყველაზე ძვირადღირებული იქნება. მხოლოდ ეკრანიზაციის უფლებისთვის Amazon-მა Warner Brothers-ს 250 მილიონი გადაუხადა.

სერიალში ტრილოგიის პირველი წიგნის, “ბეჭდების საძმოს” წინაისტორია იქნება ნაჩვენები. პროექტი “ბეჭდების მბრძანებლის” პირველი ეკრანიზაცია გახდება სერიალის ფორმით და მასზე Amazon-თან ერთად ტოლკინის მემკვიდრეები – HarperCollins და New Line Cinema იმუშავებენ. რეჟისორის და მთავრი როლის შემსრულებლების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. გადაღებები კი მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაიწყება.

პიტერ ჯექსონის მიერ გადაღებულმა ტრილოგიის უკანასკნელმა ფილმმა “მეფის დაბრუნება” 2003 წელს 11 “ოსკარი” მიიღო. 2012-2014 წლებში “ბეჭდების მბრძანებლის” სამყაროზე კიდევ სამი ფილმი გამოვიდა. მათი სიუჟეტი ტოლკინის “ჰობიტის” მიხედვით შეიქმნა და ჰობიტი ბილბო ბეგინსის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომლის როლი მარტინ ფრიმანმა შეასრულა.

კომენტარი
%d bloggers like this: