BAFTA 2018: წითელი ხალიჩა

ბრიტანული კინოაკადემიის გამარჯვებულების გამოვლენამდე, ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე იწონებენ თავს. მათი უმრავლესობა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს #MeToo  და ‘Time’s Up’ უჭერს მხარს. მსაიობები “ოქროს გლობუსის” ცერემონიის მსგავსად, ლონდონის Royal Albert Hall-ში შავი სამოსით გამოჩნდნენ. დაჯილდოების ცერემონიას ბრიტანული სამეფო ოჯახის წარმომადგენლები – პრინცი უილიამი და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითიც დაესწრებიან. ქეითმა შავის ნაცვლად Jenny Packham-ის მუქი ჭაობისფერი კაბა აირჩია, რომელსაც შავი სარტყელი ამშვენებს.  როგორც სამეფო ოჯახის წევრს, მას ეკრძალება პოლიტიკური სიმპათიების ან უპირატესობების საჯაროდ გამოხატვა.

კომენტარი
%d bloggers like this: