ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეცამეტედ გაიმართება

ბათუმის საავტორო ფილმების XIII საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდება. კინოფესტივალის ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ქ. ბათუმის მერია.

BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა გამოცხადება 1 სექტემბერს. აგვისტოს შუა რიცხვებიდან პერიოდულად დაანონსდება ფესტივალის სხვადასხვა სექციების მონაწილე ფილმების სია.
კინოფესტივალი 16 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე ქართული კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილია ქართული კინოკლასიკის უხმო ფილმის „ჩემი ბებია” (რეჟისორი – კოტე მიქაბერიძე) ჩვენება, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი. გახსნის ცერემონიაზე ასევე დაგეგმილია ქართველი კინოოპერატორის – ლომერ ახვლედიანის დაჯილდოება BIAFF-ის სპეციალური პრიზით კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.
კინოჩვენებები გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:
  • კინოთეატრი «აპოლო»
  • სასტუმრო „უინდჰემის” საკონფერენციო დარბაზი
  • “კინოჩვენებები ღია ცისქვეშ” ერას მოედანზე

2018 წლის კინოფესტივალზე სხვადასხვა სექციებში წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან

კომენტარი
%d bloggers like this: