Burberry-მ ახალი ტრენჩების ფოტოები გამოაქვეყნა

რიკარდო ტიშის Burberry-ს კრეატიულ დირექტორად დანიშნვამ ბრენდის თაყვანისმცემლები საკმაოდ ააღელვა. მაგრამ უკვე პირველი ლუქბუქის შემდეგ ცხადი გახდა: ტიშის, ისევე როგორც ბეილის ვირტუოზულად  შეუძლია კლასიკის გადაფასება.

პირველი ნივთი, რომელიც ტრანსფორმაციას დაექვემდებარა, Burberry-ს ლეგენდარული ტრენჩია. ლეგენდის სახის შეცვლა თავისთავად უკვე ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ ტიშიმ ზუსტად იცის როგორ გამოიყურება მომავლის მოდა.

ამგვარად, ლეგენდარული ტრენჩების მოდელებს დიზაინერმა კიდევ სამი მიუმატა და ხუთ ფერში გამოუშვა: ოხრაში, ხაკიში, შავში, ღია ნაცრისფერში და “სველი ასფალტის” ფერში.

 

კომენტარი
%d bloggers like this: