BURBERRY – შემოდგომა/ზამთარი 2018

17-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დიზაინერი კრისტოფერ ბეილი ბრიტანულ კომპანიას ტოვებს. BURBERRY-ს კრეატიული დირექტორი და პრეზიდენი – ეს უკანასკნელი პოზიცია ბეილიმ შარშან მოირგო – 2018 წლის მარტში წყვეტს ხელშეკრულებას და სამუშაოდ ახალ შემოქმედებით პროექტზე გადადის. ჯერჯერობით უცნობია იმ კომპანიის სახელი, რომელთან  თანამშრომლობასაც დიზაინერი აპირებს.

ბეილიმ BURBERRY-ს კრეატიული დირექტორის რანგში უკანასკნელი კოლექცია შექმნა და ლგბტ საზოგადოებას მიუძღვნა. მან BURBERRY-ს ტრადიციული კუბოკრული ორნამენტი ცისარტყელას ფერებში გადაწყვიტა. ახალ კოლექციაშიც წამყვანილი მოტივი ცისარტყელაა და ხასხასა ფერებშია შესრულებული.

ჩვენების პირველ რიგს ვარსკვლავები არ მოკლებია. აქ ისხდნენ იდრის ელბა, კირა ნაითლი, სიენა მილერი, ზენდაია, ჩელსი კლინტონი. ჩვენებაზე კოლექციის უკანასკნელი  მოდელი ცისარტყელის ფერებით განათებულ პოდიუმზე ახლადდაბრუნებულმა კარა დელევინმა გამოიტანა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: