CFDA Awards 2018: ნომინანტთა სია

ამერიკის მოდის დიზაინერთა გაერთიანების დაჯილდოება 4 ივნისს ბრუკლინის მუზეუმში გაიმართება. სულ ახლახანს Instagram-ის საშუალებით ნომინანტთა სია გამოქვეყნდა.

ძირითადი ნომინაციების გარდა რამდენიმე საპატიო ჯილდოც გაიცემა. დიზაინერი დაიან ფონ ფიურნსტენბერგი Swarovski-ს სპეციალურ ჯილდოს მიიღებს პოზიტიური ცვლილებებისთვის და სხვადასხვა აქტივობებისთვის, რომლის შედეგად დიზაინერი ქალთა მდგომარეობას აუმჯობესებს. ნარსისო როდრიგესი მიიღებს ჯეიმს ბინის სახელობის ჯილდოს, ხოლო კაროლინა ერეჰა დამფუძნებლის, ელეონორ ლამბერტის სახელობის ჯილდო გადაეცემა. ასევე, დონატელა ვერსაჩეს საერთაშორისო ჯილდოს ხოლო ედვარდ ენინფული მედია-ჯილდოს მფლობელი გახდება.

უცნობია ვის გადაეცემა კიდევ ერთი – მოდის კერპის (Fashion Icon) ჯილდო. გასულ წლებში მისი მფლობელები გახდნენ ბიონსე, რიანა და ფარელ უილიამსი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ფრანკა სოზანის გადაეცა.

 

CFDA Awards 2018 ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:

წლის საუკეთესო ქალის სამოსის დიზაინერი

  • Raf Simons, Calvin Klein
  • Gabriela Hearst
  • Marc Jacobs
  • Virgil Abloh for Off-White
  • Mary-Kate and Ashley Olsen, The Row

წლის საუკეთესო მამაკაცის სამოსის დიზაინერი

  • Raf Simons, Calvin Klein
  • James Jebbia for Supreme
  • Virgil Abloh for Off-White
  • Tom Ford
  • Thom Browne

წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერი

  • Paul Andrew
  • Stuart Vevers for Coach
  • Rachel Mansur and Floriana Gavriel for Mansur Gavriel
  • Irene Neuwirth
  • Mary-Kate and Ashley Olsen for The Row

Swarovski-ს ჯილდო ახალბედა დიზაინერისთვის

  • Mike Amiri, Amiri
  • Laura Vassar and Kristopher Brock, Brock Collection
  • Aurora James, Brother Vellies
  • Kerby Jean-Raymond, Pyer Moss
  • Sander Lak, Sies Marjan

 

კომენტარი
%d bloggers like this: