Chanel-ის სახლი Grand Palais Paris-ის რეკონსტრუქცია დააფინანსებს

Chanel-ის სახლი პარიზის Grand Palais-ის რეკონსტრუქციის სპონსორი გახდა. სამუშაოები 2020-2014 წლებში ჩატარდება და მათ არქიტექტურული ბიურო LAN (Local Architecture Network) უხელმძღვანელებს. რეკონსტრუქცია 25 მილიონი ევრო დაჯდება.

Chanel-ის გენერალური დირექტორის, ბრუნო პავლოვსკის თქმით, რეკონსტრუქციის დაწყებამდე ბრენდი სიცრცეს ჩვენებებისთვის გამოიყენებს. პირველი კრუიზის კოლექციის შოუ იქნება. შეგახსენებთ, რომ 2005 წლიდან Grand Palais-ი არაერთხელ გამხდარა კარლ ლაგერფელდის თეატრალიზებული ჩვენებების მოედანი.

Grand Palais 1900 წელს მსოფლიო გამოფენისთვის აშენდა. მისი მასშტაბური შუშის გუმბათის ქვეშ მოთავსებულია გიგანტური ლომის ქანდაკება, ხელოვნური აისბერგი და ეიფელის კოშკის ასლი.

რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ სასახლის ცენტრალურ შესასვლელს გაბრიელ კოკო შანელის სახელს უწოდებენ.

კომენტარი
%d bloggers like this: