Chanel – შემოდგომა/ზამთარი 2018

კარლ ლაგერფელდის ფანტაზია ამოუწურავია, პარიზის გრან პალე კი მის ყველა კაპრიზს იტევს. ამჯერად დიზაინერმა უარმაზარი პავილიონი შემოდგომის ტყედ აქცია. მისი თქმით, ბოლო დროს ბუნება ხშირად იზიდავს, რადგან ის ქალაქგარეთ გაიზარდა და დაბურული ტყის პეიზაჟი მისი ყოველღიურობა იყო. გრან პალეს ტყემ კარლი ბავშვობაში დააბრუნა.

მიუხედავად ამისა, კოლექციაში ნოსტალგიის ადგილი არ იყო. ლაგერფელდმა რაღაც ახალი სცადა და ეკლექტიკისაც არ შეეშნდა. თუმცა, კარლთან შიში რა მოსატანია?! მან სამოსის მოდელებში 70-იანი წლების სტილი ბოჰო-შიკი პონჩოებით, პრინტიანი კაბებით და მძივების წყებით  ჰოლივუდის carpet-dressing გლამურთან გააერთიანა, რეზინის მაღალი ხელთათმანებითა და 80-იანი წლების სტილით. კოლექციის კიდევ ერთი სიახლე მოცულობითი ქურთუკებია, რომლებშიც Chanel-ის კლასიკური ტვიდის ჟაკეტებზე მინიშნება. დიზაინერმა თითქმის პირდაპირ გააკეთა ციტირება საკუთარი ჰიპ-ჰოპ კოლექციდან, რომელიც 1991 წელს Chanel-ისთვის შექმნა.

კომენტარი
%d bloggers like this: