Chanel-ის და ფარელ უილიამსის ერთობლივი კოლექცია

რამდენიმე დღის წინ ფარელ უილიამსმა Chanel-თან კოლაბორაციის თიზერი გამოაქვეყნა, ახლა კი ლუქბუქი გამოჩნდა.

მასში შევიდნენ მოცულობითი სვიტრები, გრძელი ხალათი-მოსაცმელები, ლონგსლივები, მოცულობითი ჩანთები და სარკე-სათვალეები.

This slideshow requires JavaScript.

ფერადოვანი კაფსულა ტროპიკული მცენარეების და ნეონის სანათების ფონზე გადაიღეს.

მასში მონაწილეობა თავად ფარელმა და მოდელმა კრის გრიკაიტემ მიიღეს.

გარდა ამისა, მომღერალმა საკუთარ ინსტაგრამზე ვიდეოლუქბუქში გააზიარა, რომ კოლექციის სახელწოდება კარლ ლაგერფელდმა მოიფიქრა.

კოლექცია მაღაზიებში 4 აპრილს გამოჩნდება.

კომენტარი
%d bloggers like this: