Chanel Pre-fall 2019: გაცოცხლებული ძველი ეგვიპტე

კარლ ლაგერფელდი კოლექციების Métiers d’Art ამოსავალ წერტილად ყოველთვის კონკრეტულ ქალაქს ან ქვეყანას ირჩევს.

რომის, პარიზისა და ჰამბურგის შემდეგ შოუს ლოკაციად დიზაინერმა ნიუ-იორკი აირჩია, თუმცა თავად კოლექცია ძველ ეგვიპტეს მიეძღვნა.

ცნობილია, რომ კოკო შანელი მისტიკური ნიშნებით იყო გატაცებული და აგროვებდა კიდეც მათ.

ძველი ეგვიპტისთვის დამახასიათებელი სიმბოლოები კოლექციაში აისახა. მაგალითად ოქროსფერი, რომელიც ფარაონების პრივილეგია იყო, ან ლურჯი – ქურუმების ფერი.

ძველი ეგვიპტური იეროგლიფები ჯინსის ქურთუკებზე პრინტის სახით გადავიდა, ხოლო ფარაონების სამკუთხედი თავსაფრები ზოლიანი მატერიების სახით გაცოცხლდა.

შოუს კარლის მუზის, კაია გერბერის გარეშე არ ჩაუვლია. პოდიუმზე ერთადერთი მამაკაცი ბრენდის სახე და მეგობარი ფარელ უილიამსი იყო, რომელმაც ლეგენდის თანახმად, ფარაონის როლი შეასრულა.

ფინალში დიზაინერი თავის ნათლულთან, ჰადსონ კროენიგომთან ერთად გამოჩნდა.

Chanel-ის ჩვენებების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ლოკაციაა. ამჯერად ლაგერფელდის არჩევანი Metropolitan-ის მუზეუმზე შეჩერდა და მოდელებისთვის პოდიუმი მუზეუმში დაცული დენდურის ტაძრის გარშემო აიგო.

კომენტარი
%d bloggers like this: