Coca-Cola პირველ ალკოჰოლურ სასმელს გამოუშვებს

უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი Coca-Cola პირველი ალკოჰოლური სასმელის გამოშვებას გეგმავს. სასმელი იაპონიაში გამოვა. ამით კომპანია ადგილობრივ ბაზარზე პოპულარული მსუბუქი ალკოჰოლური სასმელების შევიწროებას გეგმავს. მათში ალკოჰოლის შემცველობა 3-დან 8 პროცენტამდე მერყეობს და ძირითადი მომხმარებლები ქალები არიან.

Coca-Cola-ს იაპონური განყოფილების ხელმძღვანელმა ხორხე გარდუნიომ განაცხადა, რომ ეს კომპანიისთვის ახალი მიმართულებაა, რადგან აქამდე მხოლოდ უალკოჰოლო სასმელებზე იყო ფოკუსირებული. ასევე დასძინა, რომ შესაძლოა, ახალი სასმელი მხოლოდ იაპონურ ბაზარზე დარჩეს.

Financial Times-ის მონაცემებით, Coca-Cola-ს გაყიდვები რიცხვი, ისევე როგორც სხვა საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების, დაეცა.

კომენტარი
%d bloggers like this: