Converse x Virgil Abloh Chuck 70 მალე გაყიდვაში ჩაეშვება

Off-White-ის და Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის დიზაინერმა ვირჯილ აბლომ და საკულტო ბრენდმა Converse კედის ახალი ერთობლივი მოდელი  Converse x Virgil Abloh Chuck 70 წარმოადგინეს. მას საფუძვლად Ghosting – ნახევრადგამჭვირვალე ზედა ნაწილი და Chuck 70-ის ორიგინალური დიზაინი უდევს. წინა მოდელების მსგავსად ახალი თეთრი ფერისაა ცისფერი და სტაფილოსფერი დეტალებით, აქვს წარწერები “მარჯვენა”, “მარცხენა”, “ზონრები” და ფრაზა “ყოჩაღ მასაჩუსეტს”, რომელიც გვახსენებს თუ სად შეიქმნა პირველად ლეგენდარული კედები.

შეგახსენებთ, რომ ვირჯილ აბლომ Nike-ის ათი წყვილი მოდელი შექმნა: Air Jordan 1, Air Max 90, Air Max 97, Blazer, Hyperdunk, VaporMax, Air Presto, Zoom VaporFly და Air Force 1. პირველი კოლექცია დახლებზე 2017 წელს გამოჩნდა, ხოლო Converse x Virgil Abloh Chuck 70-ის ყიდვა 12 მაისიდანაა შესაძლებელი როგორც მაღაზიებში, ისე ბრენდის საიტზე.

 

კომენტარი
%d bloggers like this: