Critics’ Choice Awards 2019 – ვინ გახდა კინოკრიტიკოსთა რჩეული

“ოქროს გლობუსმა” დაჯილდოებების სეზონი გახსნა. გასულ ღამეს კი სანტა-მონიკაში Critics’ Choice Awards – კინოკრიტიკოსთა რჩეულების რიგით 24-ე დაჯილდოება გაიმართა.

ამჯერად ჯილდოს მფლობელები გახდნენ ლედი გაგა, გლენ კლოუზი(მათ ჯილდო გაიყეს) და კრისტიან ბეილი საუკეთესო მთავარი როლებისთვის.

მაჰერშალა ალი, პატრიცია კლარქსონი და რეჯინა კინგი მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესო შესრულებისთვის აღინიშნენ.

საუკეთესო ფილმად ალფონსო კუარონის “რომი” დასახელდა.

წითელ ხალიჩაზე კი ჯულია რობერტსი, ნიკოლ ქიდმანი, შარლიზ ტერონი, ლედი გაგა, ემი ადამსი და სხვა ვარსკვლავები გამოჩნდნენ.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: