Dior Cruise 2018/19 – პოდიუმი წვიმაში

Dior-ის საკრუიზო კოლექციის ჩვენება საფრანგეთის ერთ-ერთ უძველეს არისტოკრატიულ რეზიდენციაში, შანტიის საკარმიდამოში პარიზთან ახლოს გაიმართა.

ნეორენესანსული სტილის არქიტექტურული ანსამბლის ცენტრში მრგვალი იპოდრომი აშენდა, გარშემო ასევე მრგვალი პოდიუმით, სადაც ჩვენების დროს წვიმდა.

ჩვენება 8 მექსიკელმა ცხენოსანმა ქალმა გახსნა და დახურა, რომელიც მარია გრაცია კიურიმ ფოტოგრაფ დევინ დოილთან აღმოაჩინა. ცხენოსნების სამოსი კოლექციისგან დამოუკიდებლად შეიქმნა.

კოლექციაში შევიდა Dior-ის საფირმო ჟაკეტები, მოცულობითი ბოლოკაბები, რომლებიც კიურის კრეატიულ დირექტორად მოსვლის შემდეგ კოლექციებს არ ტოვებს და კრიტიკის მიზეზიც გახდა, მასიური ზონრიანი ფეხსაცმელი და ფართო ქამრები.

ხაკის, ქვიშის და ბორდოსფერ ტანსაცმელში უხვალ იყო გამოყენებული ფოლკლორული მოტივები, ანიმალისტური ნაქარგები და ტრადიციული ფრანგული პრინტი “ტუალ დე ჟუი”.

კომენტარი
%d bloggers like this: