DOLCE & GABBANA შემოდგომა/ზამთარი 2018: დრონები მოდელების ნაცვლად

დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას ახალი კოლექცია სახელწოდებით Fashion Devotion მილანში, სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა. მათ მოდის ინდუსტრიას 30 წელი შესწირეს და ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზები წყალში. ეს კოლექციებსაც ემჩნევა.

დღევანდელი შოუ არა მოდელებმა, არამედ დრონებმა გახსნეს, რომლებიც სტუმრების თავზე დაფრინავდნენ და ახალი ახალი ჩანთების დემონსტრაციას აკეთებდნენ.

ყველაფერი დანარჩენი ჩვეულებრივად იყო, თუმცა ამჯერად როკოკოს სტილი მეფობდა. კორსეტები, პრინტები და ვარდისფერი პარიკები სტაჟიანი მოდელების და მილენიალების თავებს ამშვენებდნენ. დიზაინერებმა ორი დიდი ტრენდი – თანამედროვე ტექნოლოგიები და ყველაფრის არევა წარმატებით გამოიყენეს და კვლავ დაამტკიცეს, რომ საუკეთესოთა რიგებში დგანან. ამის დასტური ჩვენების პირველ რიგში მოკალათებული პოპულარული ბლოგერები არიან.

 

კომენტარი
%d bloggers like this: