ESHVI kids – ახალი ქართული ბრენდი

ქართული მოდის ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა. ESHVI kids ქმნის ბავშვის ტანსაცმელს, როგორც ბიჭებისთვის, ისე გოგონებისათვის. ბრენდის მოდელები იქმნება მხოლოდ ნატურალური ქსოვილებისგან, დეტალები კი ხელნაკეთია.

“კომპანიის ამ ხაზის შექმნის მიზანიც სწორედ ეს არის, პატარებს შევთავაზოთ ეკოლოგიურად სუფთა, გემოვნებიანი და კომფორტული სამოსი”– ვკითხულობთ ბრენდის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

კომპანიის სახელი “ESHVI KIDS” უკავშირდება ამავე სახელწოდების სამკაულების ბრენდს ESHVI, რომლის თანადამფუძნებელი, 2011 წელს თამარ სვანიძეა.

ESHVI Kids უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ ოფიციალურ ვებ-გვერდს, საიდანაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს გამოიწეროს პროდუქცია.
მანამდე კი სამოსის შეძენა  www.farfetch.com– ზეა შესაძლებელი.

ფოტო: FB/ESHVIkids

კომენტარი
%d bloggers like this: