პარიზში ედუარდ მანეს, პოლ გოგენისა და პაბლო პიკასოს ნახატებს სახელები გადაარქვეს

გამოფენის “შავი მოდელი” ორგანიზატორებმა, რომელიც ორსეს მუზეუმში მიმდინარეობს, ფრანგული ხელოვნების ნიმუშებს სახელები გადაარქვეს იმ შავკანიანი მოდელების აღსანიშნავად, რომლებიც მათზე პოზირებენ.

ექსპოზიციაში ეჟენ დელაკრუას, პოლ გოგენის, პიერ ბონარისა და პოლ სეზანის ნამუშევრები შევიდნენ. ასევე, ტილოები, რომლებზეც შავკანიანი ადამიანები არიან გამოსახულნი დაწყებული 1948 წლიდან, როდესაც ქვეყანაში მონობა გაუქმდა, XX საუკუნის შუა წლებამდე.

მაგალითად, ედუარდ მანეს სახელგანთქმული ნამუშევარი “ოლიმპია” ახლა “ლორა” გახდა, შავკანიანი მოახლის პატივსაცემად. მარი-გიიემინ ბენუას “ზანგი გოგონას პორტრეტს”კი “მადლენის პორტრეტი” უწოდეს.

კურატორები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ შავკანიან მოდელზე ვრცელი ინფორმაციაა ცნობილი, რადგან ისინი ხშირად პოზირებდნენ.

ხელოვნებათმცოდნე დენიზ მერელი აზუსტებს, რომ ნახატების ახლიდან დასათაურება გვეხმარება შავკანიანი ადამიანების როლის გაცნობიერებაში, რომლებიც რასიზმის გამო ხელოვნების ისტორიიდან ამოშლილი იყვნენ.

გამოფენა ორსეს მუზეუმში 21 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარი
%d bloggers like this: