Gucci-მ წიგნის მაღაზია გახსნა

წიგნები მოდის ბრენდებისგან ახალი არ არის: Loewe-მა კლასიკური ნაწარმოებების კრებული გამოუშვა, JW Anderson-მა ფოტოწიგნი, Alexander McQueen-მა ნახატების ნაკრები მყარი ყდით. 

Gucci კი უფრო შორს წავიდა. ნიუ-იორკის სოჰოში, მთავარ ფილიალში წიგნის “სიტყვა(სიყვარულის ფასი)” პრეზენტაციის შემდეგ პირდაპირ წიგნის მაღაზია გახსნა.

ფანტასტიური ინტერიერი თითქოს ჯოან როულინგის წიგნების გვერდებიდან გადმოვიდა.

აქ არის კათედრა, წიგნის რიგები, ხასხასა ტყავის სავარძლები.

თაროებზე ნახავთ წიგნებს ხელოვნებაზე, მოდაზე, კულტურულ ტრენდებზე, არქიტექტურასა და დიზაინზე, იშვიათ საარქივო წიგნებსა და წამყვან მოდის ჟურნალებს.

ბევრი მათგანი თავად ალესანდრო მიკელემ, ბრენდის დიზაინერმა შეარჩია.

 

კომენტარი
%d bloggers like this: