Gucci Cruise 2019: მოგზაურობა საიქიოში

Gucci-ს კრეატიულ დირექტორის ალესანდრო მიკელეს ფანტაზია Met Gala-ზე სრულად ვერ გამოვლინდა, ამიტომ დიზაინერმა რელიგიისა და მოდის ურთიერთკავშირის თემა საკრუიზო კოლექციაში განავრცო. ალიკამპის ნეკროპოლში, რომელიც იპროვიზებული პოდიუმი გახდა, დეკორაციას ჰორორ-ფილმისთვის მზად იყო. ჩვენება მზის ჩასვლის შემდეგ დაიწყო, გარემო კი სანთლებით, პოდიუმზე დანთებული ცეცხლის ზოლებითა და ნისლით გაივსო.

“იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ საიქიოს ცხოვების სილამაზე მაქსიმალურად იყოს ნაჩვენები” – დააზუსტა მიკელემ და პოდიუმზე ბერები, ანგელოზები, მღვდლები და ჯადოქრები გამოიყვანა. ალოსანდრომ კვლავ შეგვახსენა, რომ სილამაზე დეტალებშია და Gucci-ს კლასიკური ნივთები შეუხამა აქსესუარებს, რომლებიც ცალკე აღებული, საოცრად ლამაზია.

ალესანდრო მიკელე Gucci-ს სახლთან თანამშრომლობამდე სამკაულების დიზაინით იყო დაკავებული, ამიტომ მისი დეტალებისადმი ყურადღება გასაკვირი არ არის. ახალი საკრუიზო კოლექცია თითქოს საიქიოში მოგზაურობაა, კოლექციის აქსესუარები კი შუასაუკუნეების ევროპიდან შემორჩენილ სამუზეუმო ექსპონატებს მოგვაგონებს.

 

კომენტარი
%d bloggers like this: