Helmut Lang-მა ახალი კოლექცია მსოფლიოს ტაქსისტებს მიუძღვნა

თავდაპირველად ბრენდმა Helmut Lang კოლექციის Global Taxi ნაწილი გვაჩვენა, რომლის რეკლამა ნიუ-იორკის ტაქსისტებთან თანამშრომლობით გააკეთა. ახლა პროექტი ერთი ქალაქის ფარგლებს გასცდა და მას ჰონკონგის, ლონდონის, პარიზისა და ტოკიოს ტაქსისტები შეუერთდნენ.

ახალი კოლექციის ფერთა გამა სხვადასხვა ქალაქების ტაქსის ფერების მიხედვით შეირჩა: წითელი – ჰონკონგი, შავი – ლონდონი, ყვითელი და თეთრი – ნიუ-იორკი, თეთრი – პარიზი და მწვანე – ტოკიო. კოლექციის ფოტოები ახალგაზრდა პროფესიონალებმა გადაიღეს, რომლებზეც არამარტო ტანსაცმელი, არამეც თითოეული ქალაქის დამახასიათებელი ნიშნები ასახეს.

კოლექციაში შემავალი ნივთების შეძენა Helmut Lang-ის საიტზეა შესაძლებელი.

კომენტარი
%d bloggers like this: