H&M-ის ახალი კოლექცია ინტერიერის მატერიების მოტივებით

H&M-მა ბრიტანულ კომპანიასთან GP & J Baker ახალი კოლაბორაცია წარმოადგინა. კომპანია 1984 წეკს ჯორჯ პერსივალმა და ჯეიმს ბეიკერმა დააარსეს და ცნობილია როგორც ინტერიერის ძვირფასი ტექსტილის მწარმოებელი და ბრიტანეთის სამეფო კარის მომმარაგებელი.

H&M-ის კრეატიული დირექტორის პერნილა ვოლფჰარტის თქმით, დღეს მოდა და ინტერიერი ძლიერ ურთიერთკავშირშია, ხოლო პრინტს მატერიაზე შეუძლია როგორც თქვენი გარდერობის, ასევე თვენი სახლის ისტორიის მოყოლა.

“ჩვენ გვინდოდა არაჩვეულებრივი საარქივო პრინტის გამოყენება და არა ახლის მოგონება. ჩვენი იდეა იყო შემოდგომის კოლექციაში ჰაეროვანი სილუეტებისა და დეკორატიული-გეომეტრიული გრაფიკის შერწყმა” – აღნიშნა ვოლფჰარტმა.

შვედური კომპანიის დიზაინერებს საშუალება ჰქონდათ GP & J Baker -ის არქივები მოენახულებინათ. საერთო კოლექციისთვის მათ ყველაზე ცნობილი პრინტები – 1913 წლის “Magnolia”, ასწლეულის ბესტსელერი “Hydrangea Bird” და აღმოსავლურ სტილში შესრულებული “Oriental Bird” შეარჩიეს.

ახალი კოლექცია ბრენდის რამდენიმე მაღაზიაში და ონლაინ აგვისტოში გამოჩნდება. მასში შევიდნენ ბლუზები, შარვლები, პიჯაკები, კაბები და აქსესუარები.

ცოტა ხნის წინ H&M-მა ახალგაზრდა ჰოლანდიურ ბრენდთან Love Stories ერთად თეთრეულისა და სახლის ტანსაცმლის ახალი კოლექცია წარმოადგინა, რომელიც ასევე აგვისტოში გამოჩნდება.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: