H&M-ი ისთ ფოინთში ახალ მაღაზიას ხსნის

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდი H&M 31 მაისს, 12 საათზე სავაჭრო და გასართობ ქალაქ ისთ ფოინთში გაიხსნება. 2000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ორსართულიან მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ქალის, კაცის, თინეიჯერისა და ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების სრული ასორტიმენტი. ეს საქართველოში ბრენდის მეორე მაღაზია იქნება, პირველი სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” მდებარეობს.

„ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში მეორე მაღაზიას ვხსნით და მომხმარებელთა შთაგონებას საუკეთესო ტრენდებით განვაგრძობთ. ასევე, ძალიან ვამაყობთ  H&M-ის ახალი თანამშრომლებით, რომლებიც ჩვენს მაღაზიაში საოცარ გუნდს ქმნიან“ – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი, H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, ხორვატიაში, სერბეთში, სლოვენიასა და საქართველოში.

H&M-მა თბილისში პირველი CONSCIOUS EXCLUSIVE კოლექციის წარდგენა აღნიშნა

დაუვიწყარი გახსნის მოსაწყობად H&M-მა მომხმარებლებს საინტერესო საჩუქარი მოუმზადა და სტუმრად მოიწვია „იმედის დღის“ ტელეწამყვანი და ყველასთვის საყვარელი ეკო ფანგანი, რომელიც ნებისმიერ მსურველს სტილის შერჩევაში დაეხმარება.

სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნიან ულამაზესი ლიკა ქორქია და ყველაზე პოზიტიური ბახვა ბრეგვაძე, რომლებიც გახსნამდე დარჩენილ დროს თქვენთან ერთად აითვლიან. ენერგიულ მუსიკალურ ფონზე კი მთელი დღის განმავლობაში დიჯეი რემბო იზრუნებს. ~

კრისტი ტარლინგტონ ბერნსი H&M Conscious Exclusive-ის სახელი გახდა

რიგში მდგომ პირველ 100 მომხმარებელს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში ყველა სტუმარი სასურველ ნივთზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

კომენტარი
%d bloggers like this: