H&M-მა კაბების კოლექცია Met Gala-ს მოტივებზე შექმნა

H&M-ის ახალი კაფსულა-კოლექცია, რომლშიც რამდენიმე გამოსასვლელი კაბა შევიდა, Met Gala-ს ინსპირაციით შეიქმნა. წელს შვედურმა კომპანიამ წვეულების ერთ-ერთი მაგიდის სპონსორობა ითავა, მისმა გუნდმა კი ვარსკვლავების ეშლი გრემის, ნიკი მინაჟის, ოლივია მანის და კიდევ რამდენიმე ცნობილი ადამიანის ჩაცმულობაზე იზრუნა.

კომპანიის კრეატიული კონსულტანტის, ან-სოფი იოჰანსონის თქმით, მარკის კლიენტებს აღაფრთოვანებთ მისი მაღალ მოდასთან კავშირი. კაფსულაში სახელწოდებით Gala Collection 4 კაბა შევიდა. მათი შეძენა 10 მაისიდან შესაძლებელი იქნება ონლაინ და H&M-ის მაღაზიაში ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე. კაბების ფასი 100-500 ამერიკული დოლარია.

კომენტარი
%d bloggers like this: