Instagram-ის ახალი პორტრეტის რეჟიმი Stories-თვის

Instagram გადაღების ახალი რეჟიმი – “ფოკუსი” დაამატა. ის საშუალებას გვაძლევს ფოტოზე ფონი ბუნდოვანი გავხადოთ. 

ახალი ფუნქციის გამოსაყენებლად გახსენით კამერა სთორის რეჟიმში და ქვედა მხარეს იპოვეთ ღილაკი “ფოკუსი”. ამის შემდეგ შეგიძლიათ გადაიღოთ სელფი ან უკანა კამერა გამოიყენოთ და მეგობარს გადაუღოთ. ამ რეჟიმში კამერა ეძებს ადამიანის სახეს და ფოკუსს მასზე ასწორებს, ფონი კი ბუნდოვანი რჩება. ვიდეოს გადასაღებად საკმარისია ეკრანზე თითის დიდხანს დაჭერა.

iOS-ს მომხმარებლებისთვის სტიკერი-მონიშვნებიც ხელმისაწვდომია.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ მალე Instagram-იდან ფოტოსა და ვიდეოს ჩამოტვირთვა და შენახვა შესაძლებელი გახდება.

 

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: