Instagram-ტრენდი: მძივები ქუთუთოზე

ცოტა ხნის წინ მანამდე პოპულარულმა ყურის ნიჟარის მორთულობამ თვალის ქუთუთოებზე გადმოინაცვლა. ვიზაჟისტები სხვადასხვა ქვეყნიდან Instagram-ზე ახალი ტრენდის სხვადასხვა ვარიანტებს გვაჩვენებენ, თუ როგორ მივიმაგროთ მძივები ისე, რომ ქუთუთოს მოძრაობა არ შევზღუდოთ, როგორ შევუხამოთ თვალის ჩრდილებსა და ტუშს.

მძივების მისაწებებლად სპეციალური პრაიმერი ან უბრალო წამწამების წებო გამოგადგებათ. ბოლოს კი კარგი იქნება, რეზულტატის გასამყარებლად, მაკიაჟის დასაფიქსირებელი სპრეის გამოყენება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: