iPhone 8 (PRODUCT)RED- ახალი თაობის სმარტფონების სპეციალური გამოშვება

გასულ კვირას Apple-მა  ახალი თაობის სმარტფონების სპეციალური გამოშვება  iPhone 8 და iPhone 8 Plus (PRODUCT)RED-ის სახით წარმოადგინა. 64 და 256 გიგაბაიტის მოცულობის ორივე მოდელი წითელი ფერისაა და გამოირჩევა  მინისა და ალუმინის ულამაზესი დიზაინით. მათი ფასი 699$-დან იწყება.

ახალი სმარტფონები წინამორბედებისგან ყველაზე გამძლე მინის Retina HD Display-თ, სმარტფონებს შორის ყველაზე ძლიერი ჩიპით A11 ბიონიკით და გაუმჯობესებული კამერით გამოირჩევა.

გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი გლობალური  ფონდის (RED) აივ/შიდსის პროგრამებს   გადაეცემა, რომელიც უზრუნველყოფს ტესტირებას, კონსულტაციას, მკურნალობას  და პრევენციულ პროგრამებს ინფიცირებული ორსულებიდან ვირუსის ნაყოფზე გადაცემის აღმოსაფხვრელად. 2006 წლიდან კომპანიამ  ფონდს 160 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია.

iPhone 8 Plus ორმაგი, 12 მეგაპიქსელიანი კამერითაა აღჭურვილი და აქვს პორტრეტის რეჟიმი სტუდიური განათების 5 სახის რეჟიმით. ხოლო უკაბელო დამუხტვის შესაძლებლობა, სხვა სმარტფონებთან შედარებით, დიდ უპირატესობას ანიჭებს.

Apple -მა ასევე გამოუშვა  ახალი  (PRODUCT)RED iPhone X Leather Folio – ტყავის გარეკანი, რომელიც Apple.com, The Apple Store App და Apple Stores-ზე  99$ არის ხელმისაწვდომი.

Apple-მა პერსონალურ ტექნოლოგიაზე მუშაობა 1984 წელს მაკინტოშის დანერგვით დაიწყო. დღესდღეობით,  კომპანია ხელმძღვანელობს ისეთ ნოვატორულ პროდუქტებს, როგორიცაა  iPhone, iPad, Mac, Apple Watch და Apple TV.

Apple-ის ოთხი პროგრამული პლატფორმა – iOS, MacOS, watchOS და tvOS – უზრუნველყოფს ყველა Apple-მოწყობილობის შეუზღუდავ  გამოყენებას  App Store, Apple Music, Apple Pay და iCloud–ის პლატფორმების ბაზაზე.

კომენტარი
%d bloggers like this: