Mamma Mia 2 – ლილი ჯეიმსი ახალგაზრდა მერილ სტრიპის როლში ABBA-ს სიმღერას ასრულებს

ფილმის Mamma Mia! Here We Go Again პრემიერა დანიშნულია და ABBA-ს თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან 20 ივლისს. 2008 წელს გადაღებული ფილმის Mamma Mia! სიქველის თრეილერი ჯერ კიდევ დეკემბერში გამოჩნდა, ახლა კი შეგვიძლია ფილმის ერთ-ერთი სცენა სრულად ვნახოთ.

ახლახანს გამოქვეყნებულ ვიდეოში ფილმის წამყვანი მსახიობი ლილი ჯეიმსი, რომელიც ახალგაზრდა დონას, მერილს სტრიპის გმირს თამაშობს ABBA-ს 1976 წლის ალბომიდან სიმღერას “When I Kissed the Teacher“  ასრულებს. ჯეიმსი ცნობილია ფილმებიდან „კონკია“, „მძიმე დროება“ და სერიალიდან „დაუნთონის სააბატო“.

Mamma Mia!-ს მეორე ნაწილში აქცენტი სოფიზე, ამანდა სეიფრიდის გმირზე კეთდება, რომელიც ორსულადაა და ცდილობს გაიგოს როგორი იყო დედამისი ახალგაზრდობაში. ამისთვის კვლავ დონას საუკეთესო მეგობრებს, ტანიასა და როზის მიმართავს. ფილმში ვნახავ გადასვლებს წარსულში და ისევ მომავალში, სამსახიობო ნაკრები კი უცვლელი დარჩა კოლინ ფერტის და პირს ბროსნანის ჩათვლით. მათ ლილი ჯეიმსი, ენდი გარსია და შერი დაემატათ.

თითქმის მთელი ფილმი კვლავ საბერძნეთში, კუნძულ კალოკაირიზე გადაიღეს. ფილმი კინოთეატრებში 20 ივლისს გავა, მაგრამ 13-ში საუნდთრეკის მოსმენა უკვე შესაძლებელი იქნება.

კომენტარი
%d bloggers like this: