Marc Jacobs – შემოდგომა/ზამთარი 2018

ხმები, იმის შესახებ, რომ მარკ ჯეიკობსის ბიზნესი არასახარბიელო მდგომარეობაშია, 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციით ერთიანად გაქარწყლდა. დიზაინერმა დაამტკიცა, რომ ნაკლებად აღელვებს მიწიერი საქმეები და მთავარი შემოქმედებაა.

ახალი კოლექცია 80-იანი წლების მაღალი მოდის მეფეებს – ტიერი მიუგლერს, ემანუელ უნგაროს და ივ სენ-ლორანს მიეძღვნა. უტრირებული ფართო მხრები, აქცენტი ვიწრო წელზე, ფართოფარფლილანი ქუდები, ბაფთები და მინიშნება ესპანეთზე იმ პერიოდს გვაგონებს, როდესაც სიტყვა „ზედმეტის“ გაგება არ არსებობდა. მართალია, 80-იან წლებს წინა სეზონებზე ბევრი დიზაინები ციტირებდა, მაგრამ პირველწყაროსთან ასე ახლოს მხოლოდ ჯეიკობსი მივიდა.

შესაძლოა, ეს კოლექცია კომერციულად წარმატებული არ იყოს, მაგრამ ჯეიკობსმა დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივი მხატვარია და ასეთაც დარჩება. და არც შიმშილის შეეშინდება.

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: