Met Gala 2018: რიანა, სარა ჯესიკა პარკერი, ბლეიქ ლაივლი და სხვა ვარსკვლავები

ტრადიციულად, მაისის პირველ ორშაბათს ვარსკვლავები მთელი მსოფლიოდან Met Gala-ზე შეიკრიბნენ, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ მოდასა და ხელოვნებაში. 23 წლის განმავლობაში წვეულებას ერთგულად ხელმძღვანელობს Vogue-ის უცვლელი რედაქტორი ანა ვინტური. სწორედ მან გადააქცია კოსტიუმის ინსტიტუტისთვის სახსრების შესაკრები ღონისძიება მოდის “ოსკარად”. წვეულების დრეს-კოდი ყოველთვის შეესაბამება გამოფენის თემას, რომელსაც ის ხსნის. წელს ეს არის Heavenly Bodies: Fashion and the Catholic Imagination –  გამოფენა რომელიც Versace-ს სახლის სპონსორობით გაიმართა, თემა კი მოდისა და რელიგიის ურთიერთკავშირია.

17:00 საათიდან სტუმრები Metropolitan-ის მუზეუმის კიბეებზე გამოჩნდნენ.  წელს წითელი ხალიჩა ღია ქვიშისფერით ჩაანაცვლეს. პირველი ღონისძიების მასპინძელი, ანა ვინტური შვილთან, ბი შაფერთან ერთად მოვიდა. მან რამდენიმე საათში დონატელა ვერსაჩესთან, ენდრიუ ბოლტანთან და ერთ-ერთ კარდინალთან ერთად გამოფენის დათვალიერებაც მოასწრო და პრეს-კონფერენციაც გამართა.

ამ დროის განმავლობაში სტუმრები წვეულებისთვის ემზადებოდნენ. სოლანჟმა თვითერში ვიდეო-არჩევნები გამართა და კაბის არჩევა თაყვანისმცემლებს მიანდო. კიმ კარდაშიანმა საკუთარი კოსტიუმის შესახებ ინფორმაცია გაგვაცნო, სხვებმა კი უბრალოდ პირდაპირი ჩართვები გააკეთეს.

ენტონი ვაკარელო სუპერმოდელებისა დ მუზების ჯარით გამოჩნდა, მას თან ახლდნენ ანია რუბიკი, ემბერ ვალეტა, ქეით მოსი, შარლოტა კაზირაგი, შარლოტა გინსბური და მიკა არგანარაზი. ამალ კლუნიმ Richard Quinn-ის კომბინიზონი მოირგო, ეს ის დიზაინერია, რომლის ჩვენებას დედოფალი ელისაბედ II პირველი რიგიდან აკვირდებოდა.

თეთრი კოსტიუმში გამოწყობილი ილონ მასკი ახალ მეგობარ გოგოს ეხვეოდა – გრაიმსს, რეპერმა 2 Chainz კი შეყვარებულს ცოლობა “წითელ” ხალიჩაზე სთხოვა. ქანიე უესთმა მთელი მხიარულება გამოტოვა.

ხალიჩიდან სტუმრებმა გამოფენაზე გადაინაცვლეს, რომელიც ვატიკანის დახმარებით და Versace-ს სახლი უწყვეტი სპონსორობით გაიმართა. საღამო ვახშმით დასრულდა, სადაც ყველა სტუმარს სახელობითი შამპანურის ბოთლი მიართვეს.

 

კომენტარი
%d bloggers like this: