MOSCHINO [tv] H&M – შვედური ბრენდის ახალი კოლაბორაცია

H&M– ის მორიგი კოლაბორაცია MOSCHINO-სთან შედგება. ლეგენდარულ იტალიურ ბრენდს დიზაინერმა ჯერემი სკოტმა ახალი ენერგია შემატა მას შემდეგ, რაც 2013 წელს მისი კრეატიული დირექტორი გახდა.

ახალი ამბავი ცნობილი ჯიჯი ჰადიდის დახმარებით მუსიკალურ ფესტივალზე  Coachella გახდა.

MOSCHINO [tv] H&M – ამ სახელწოდების კოლექცია 8 ნოემბრიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბრენდის მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი.

MOSCHINO [tv] H&M ინოვაციური სატელევიზიო კონცეფციაა, რომელიც სოციალურ და ტრადიციულ მედიას აერთიანსებს და ციფრული სამყაროსთვის ახალ, მულტიპლატფორმულ გამოცდილებას ქმნის.

ცნობილია, რომ ქალის ტანსაცმლის კოლექციაში 45 ერთეული იქნება, კაცისაში კი 20.  სკოტი აქსესუარების შექმნასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ შვედურმა კომპანიამ უკვე ითანამშრომლა გიგანტ ბრენდებთან Kenzo, Versace, Lanvin, Balmain, Jimmy Choo, Karl Lagerfeld. მისი უკანასკნელი კოლაბორაცია 2017 წელს Erdem-თან შედგა.

კომენტარი
%d bloggers like this: