POPბლიცი: ბახვა ბრეგვაძე

მარკეტინგის, პიარის მენეჯერი და არაპროფესიონალი მსახიობი ბახვა ბრეგვაძე ჩვენ ბლიც-ინტერვიუს კითხვებს პასუხობს.

რომელ საათზე იღვიძებთ?

დილის 9 საათისთვის

საუზმობთ?

კი, ბავშვობისგან განსხვავებით , მხოლოდ სასტუმროში საუზმე რომ მიყვარდა , უკვე ბევრი წელია დილით საუზმეს, სახლშიც მივეჩვიე და ძალიან მიყვარს

ყავა თუ ჩაი? რამდენი?

არცერთი. ახლადგაწურული ხილის წვენი

სპორტი თუ დიეტა?

დიეტასთან ერთად სპორტი

საყვარელი კერძი

ჩაქაფული. ქართული გემო აქვს და ძალიან გემრიელია.

ცურვა თუ სირბილი?

ცურვა

კინო თუ თეატრი?

კინო , მაგრამ თეატრიც

მთა თუ ზღვა?

ზაფხულში ზღვა , ზამთარში მთა

ძაღლი თუ კატა?

ძაღლი

წელიწადის საყვარელი სეზონი

შემოდგომა

საყვარელი წიგნი ან მწერალი

მწერალი ბევრი: დიუმა, მანი, ჰემინგუეი და რავიცი … წიგნებიდან პირველი “სამი მუშკეტერი “ მახსენდება

საყვარელი ფილმი, მსახიობი

“მექანიკური ფორთოხალი”

საყვარელი მუსიკოსი

ამ ეტაპზე ნიქ ქეივი

საყვარელი საქმიანობა

სიმწვანეში , ლამაზ ბუნებაში მშვიდად ყოფნა , წიგნის კითხვა და კარგი მუსიკის მოსმენა

კარიერა თუ ოჯახი?

ორივე ერთად

რომ არა თქვენი პროფესია, რომელ სფეროს აირჩევდით?

ავირჩევდი ნებისმიერ პროფესიას თუ ახალი მომინდებოდა. ჯერჯერობით  ის პროფესიები მაკმაყოფილებს, რითიც დაკავებული ვარ

ნიჭი, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ

ვისურვებდი უცხო ენებს ვსწავლობდე ძალიან მაგრად, 1 კვირაში

რისი გეშინიათ?

არაფრის , გარდა იმისა, რომ ჩემი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას რამე არ დაემუქროს

მისაბაძი ადამიანი

არ მყავს ასეთი. ბევრი ადამიანის , ბევრი თვისება მომწონს, მაგრამ მისაბაძი და კუმირი მე არ მყავს

ცხოვრების მოტო

Be kind! (იყავი კეთილი)

კომენტარი
%d bloggers like this: