POPბლიცი: თამრი ბზიავა

პოპნიუსის კითხვებს თეატრისა და კინოს მსახიობმა თამრი ბზიავამ უპასუხა:

რომელ საათზე იღვიძებთ?

სხვადასხვა  დროს … ხან როგორ, ხან როგორ

საუზმობთ?

დილას ჭამა არ მიყვარს, ძალიან მსუბუქად ან საერთოდ არ

ყავა თუ ჩაი? რამდენი?

უფრო ჩაი , ყავა მიყვარს დანამატებით: დარიჩინი , რძე და ა.შ.  ბევრს არც ერთის არ ვსვამ

სპორტი თუ დიეტა?

უფრო დიეტა, სამწუხაროდ, მაგრამ გადაჭარბებით არც ერთი და არც მეორე

საყვარელი კერძი

იაპონური სამზარეულო და თითქმის ყველაფერი, რაც აზიურია

ცურვა თუ სირბილი?

ცურვა

კინო თუ თეატრი?

ორივე ჩემი საქმეა, კინოც და თეატრიც. რთულია ასე თქმა, ორივე, მაგრამ სადღაც კინო უფრო წონის!

მთა თუ ზღვა?

ზღვა

ძაღლი თუ კატა?

ძაღლი

წელიწადის საყვარელი სეზონი

ზაფხული და გაზაფხული

საყვარელი წიგნი ან მწერალი

ბევრია ვინც მიყვარს … მიყვარს, ჩეხოვი, ისააკ ბეშევის ზინგერი, ჰარუკი მურაკამი. პოეტები: შექსპირი, გალაქტიონი, პუშკინი, ვაჟა , შოთა რუსთაველი და კიდევ ბევრი…

საყვარელი ფილმი, მსახიობი

მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ! აქ ვერ ჩემოვთვლი . მსახიობებს მაინც ვიტყვი, მარლონ ბრანდო, ვივიენ ლი , დენიელ დე ლუისი, გლენ ქლოსი და სხვა მრავალი …

საყვარელი მუსიკოსი

უამრავი საყვარელი მუსიკოსი მყავს

საყვარელი საქმიანობა

ჩემი საქმიანობა ! მსახიობობა

კარიერა თუ ოჯახი?

ორივე აუცილებლად

რომ არა თქვენი პროფესია, რომელ სფეროს აირჩევდით?

მუზეუმში ვიმუშავებდი… პირველი რაც თავში აზრად მომდის! ფერწერაზე ვგიჟდები

ნიჭი, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ

ვიყო იმაზე ბევრად სპორტული, ვიდრე ვარ

რისი გეშინიათ?

ბევრი რამის

მისაბაძი ადამიანი

ჩემი ორი მეგობარი, რომლის სახელსაც არ ვიტყვი, მაინც უხერხულად იგრძნობენ თავს ! ბევრ რამეში დედაჩემი

ცხოვრების მოტო

იყო ყოველთვის შენი თავის უფალი… რაც ყველაზე რთულია !

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

კომენტარი
%d bloggers like this: