POPბლიცი: ნანუკა გულუა

ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის გამორჩეულად საყვარელი გმირი პოპნიუსის კითხვებს პასუხობს.

 

რომელ საათზე იღვიძებთ?

9-დან 12-მდე, გააჩნია კვირის რომელი დღეა და წინა საღამო როგორი იყო

საუზმობთ?

თუ კონკრეტულ დიეტაზე ვარ, კი

ყავა თუ ჩაი? რამდენი?

ყავაც და ჩაიც, ბევრი

სპორტი თუ დიეტა?

ორივე

საყვარელი კერძი

ელარჯი.

ცურვა თუ სირბილი?

ცურვა

კინო თუ თეატრი?

თუ ცუდი კინო და კარგი სპექტაკლი-სპექტაკლი, თუ პირიქით -კინო

ზღვა თუ მთა?

ზღვა!!!

ძაღლი თუ კატა?

არცერთი

წელიწადის საყვარელი სეზონი

ზაფხული

საყვარელი წიგნი ან მწერალი

პირველი მწერალი რომელმაც მიმახვედრა რომ სულ მინდოდა მეკითხა, ცვაიგი იყო ბავშვობაში. მას მერე ერთი ფავორიტი არ მყავს, ბევრია საყვარელი მწერალი.

საყვარელი ფილმი, მსახიობი

ლეონარდო დიკაპრიო , პროგრესული ტიპია

საყვარელი მუსიკოსი

პერიოდულად ავიჩემებ ხოლმე ვინმეს. ახლა იაპონელ DJ APO-ზე ვარ გადარეული.

საყვარელი საქმიანობა

ოჰ! დოჩის ტყავში შესვლა!

კარიერა თუ ოჯახი?

ორივე!

რომ არა თქვენი პროფესია, რომელ სფეროს აირჩევდით?

მსახიობი ვიქნებოდი

ნიჭი, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ

წინასწარმეტყველების

რისი გეშინიათ?

მარტოობის

მისაბაძი ადამიანი.

ჩემი მშობლები

ცხოვრების მოტო

ყველა მიზანი მიღწევადია!

 

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე
კომენტარი
%d bloggers like this: