POPბლიცი: ხატია შამუგია

ადამიანი, რომელიც თავდაპირველად მისი განსაკუთრებული ხმით დაგვამახსოვრდა, ახლა კი სურნელთან ასოცირდება – პოპნიუსის კითხვებს ხატია შამუგია პასუხობს:

 

რომელ საათზე იღვიძებთ?

07:45

საუზმობთ?

აუცილებლად ვსაუზმობ

ყავა თუ ჩაი? რამდენი?

ყავა და დღეში 3-ჯერ

სპორტი თუ დიეტა?

სპორტი

საყვარელი კერძი

შემწვარი ქათამი

ცურვა თუ სირბილი?

ცურვა , კვირაში 3-ჯერ დავდივარ აკვა-აერობიკაზე

კინო თუ თეატრი?

კინოც და თეატრიც

მთა თუ ზღვა?

ზღვა და სულ ზღვა წელიწადის ოთხივე დროს

ძაღლი თუ კატა?

ძაღლი

წელიწადის საყვარელი სეზონი

მხოლოდ ზაფხული

საყვარელი წიგნი ან მწერალი

გაბრიელ გარსია მარკესი

საყვარელი ფილმი, მსახიობი

ფილმი “მოღალატე”  დაიან ლეინის მონაწილეობით. საყვარელი მსახიობი: რობეტ დაუნ ჯუნიორი, კოლინ ფარელი, ნიკოლ ქიდმანი

საყვარელი მუსიკოსი

ჯორჯ მაიკლი და ბრუნო მარსი

საყვარელი საქმიანობა

საზოგადოებასთან ურთიერთობა

კარიერა თუ ოჯახი?

ოჯახი და კარიერა

რომ არა თქვენი პროფესია, რომელ სფეროს აირჩევდით?

ალბათ ვიქნებოდი ექიმი

ნიჭი, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ

მინდა რომ უამრავ უცხო ენაზე ვსაუბრობდე

რისი გეშინიათ?

მინდა დიდ ხანს ვიყო ჯანმრთელი

მისაბაძი ადამიანი

რამდენიმე მახსენდება სხვადასხვა კუთხით

ცხოვრების მოტო

მუდამ მაღალი კლასი საქმეში, რასაც აკეთებ

კომენტარი
%d bloggers like this: