PRADA Resort 2018/19 – უკან (და) მომავლისკენ

გუშინ ნიუ-იორკში Prada-ს მეორე საკურორტო კოლექციის ჩვენება გაიმართა. “გავიხედოთ წინ, წარსულის უარყოფის გარეშე” – ეს დევიზი მიუჩა პრადასთვის საფუძველი გახდა და ახალი კოლექცია დიზაინერმა 1990-იანებს მიუძღვნა.

მიუჩამ Prada-ს არქივების ციტირება გააკეთა, აქცენტები კი ლოგომანიაზე, ქალურობასა და მრავალფენიანობაზე დასვა. პოდიუმზე გამოჩნდა შარვალ-კოსტუმები, ტყავის მინი-ბოლოკაბები და რა თქმა უნდა, მრავალფეროვანი პრინტი.

დღეს გავრცელებული ტენდენციით აქსესუარები უნდა იყოს უხეში, ულამაზო, “ugly”. ერთი შეხედვით, ასეთია კოლექციაში წარმოდგენილი გლუვცხვირიანი ფეხსაცმელი და გაბერილი “უშანკა” ქუდები.

კომენტარი
%d bloggers like this: