Reebok –ის პირველი მცენარეული სნიკერსი

Reebok-მა სნიკერსის ახალი მოდელი, მთლიანად მცენარეული მასალისგან შექმნილი Forever Floatride GROW წარმოადგინა.

ახალი თაობის ეკოლოგიური ფეხსაცმლის დასამზადებლად დიზაინერებმა ევკალიპტი, წყალმცენარეები, მცენარეული კაუჩუკი და აბუსალათინის ზეთი გამოიყენეს.

სნიკერსები ღია, ნეიტრალური ფერისაა, მუქი ზონრებითა და კონტრასტული ლანჩით.

მოდელი Forever Floatride GROW გაყიდვაში 2020 წლიდან ჩაეშვება.

კომენტარი
%d bloggers like this: