Showtime ფსიქოლოგიურ თრილერს “სამშობლო” ხურავს

Showtime-ის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა ინფორმაცია სერიალის “სამშობლო” დახურვის შესახებ. პროექტის მერვე, უკანასკნელი სეზონი მომავალი წლის ივნისში გამოვა.

მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სერიალის დასრულების შესახებ “სამშობლოს” ავტორის ალექს გასმანის და მთავარი როლის შემსრულებლის, კლერ დეინსის მიერ ერთობლივადაა მიღებული. Variety-ის ცნობით დეინსი ჯერ კიდევ გაზაფხულზე საუბრობდა სერიალის ფინალის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ “სამშობლოს” პრემიერა 2011 წელს შედგა და მას საფუძვლად ესრაელური სერიალი “სამხედრო ტყვე” დაედო. ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი დენიენ ლუისმა ითამაშა. ლუისმა და დეინსმა სერიალში შესრულებული როლებისთვის “ემის” პრემია მიიღეს.

კომენტარი
%d bloggers like this: