Simone Rocha – შემოდგომა/ზამთარი 2018

„ამ სეზონზე მინდოდა გამეკეთებინა რაიმე განსხვავებული ტექსტურითა და ბევრი ფენით“ – ამბობს დიზაინერი სიმონე როშა ნიუ იორკის მოდის კვირეულზე წარმოდგენილ შემოდგომა-ზამთრის ახალ კოლექციაზე.კოლექციის იდეა ჯონ კონსტებლის მიერ 1809 წელს შექმნილი მერი ფრირის პორტრეტი, რომელსაც სადა თეთრი კაბა აცვია.

კოლეციაში გამოყენებულია ღია ოქროსფერი ყვავილებიანი ფარჩა, კუბოკრული მატერია, თხელი გამჭვირვალე ქსოვილი და გაფორმებულია თხის ბეწვით. მოდელების წელი ფიქსირებულია, თეძოს ნაწილი და მკლავები მოცულობითი. მთლიანი კოლექცია სიმსუბუქის და ამავე დროს, სიმდიდრის შთაბეჭდილებას ტოვებს.

კომენტარი
%d bloggers like this: