Stamba- ახალი სასტუმრო თბილისში

ბოლო წლების განმავლობაში თბილისი ერთ-ერთ მოდურ ტურისტულ მიმართულებად იქცა. უცხოელ სტუმართა დიდი ნაწილი სასტუმროებს Rooms Hotel Tbilisi-ის და Rooms Hotel Kazbegi-ს ირჩევს, რომლებიც გამორჩეულნი არიან მომსახურების ხარისხითა და ინტერიერის დიზაინით.

ცოტა ხნის წინ კი თბილისში კიდევ ერთი სასტუმრო Stamba გაიხსნა. ამის შესახებ Buro247-ის ყაზახური გამოცემა წერს. ოდესღაც, ამ შენობაში საქართველოს ყველაზე ცნობილი საგამომცემლო სახლი მდებარეობდა და შესაბამისად, XX  საუკუნის თბილისის მნიშვნელოვან კულტურულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.

სასტუმროს არქიტექტორებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რეკონსტრუქციის პროცესში ნაგებობის მთლიანობა არ დაკარგულიყო. მკაცრ ბეტონის კონსტრუქციაში 30-იანი წლების დეკორის ელემენტები შეიტანეს, ძველ საბეჭდ მოწყობილობებს კი მეორე სიცოცხლე აჩუქეს და ინტერიერის ეფექტურ საგნებად აქციეს.

მაღალი დეკორატიული ხეები და ბუჩქები ატრიუმს ავსებენ, რომლის სიმაღლე მეხუთე სართულამდე ადის. სასტუმროს სახურავზე მოთავსებულია ეფექტური აუზი გამჭვირვალე ფსკერით, რომელიც პირველი სართულიდან ჩანს და ვიზუალურად ამსუბუქებს კონსტრუქციას.

კომენტარი
%d bloggers like this: