Teatulia – ტილდა სუინტონის ლიტერატურული ბარი ლონდონში

ლონდონში, ნილ-სთრითის სარესტორნო ქუჩაზე ახალი უჩვეულო დაწესებულება გაჩნდა – ბარი, ბიბლიოთეკა და მაღაზია ერთად. Teatulia სტუმრებს ჩაის ექვსი სახეობისგან შემდგარ მენიუს სთავაზობს, რომლებიც ბანგლადეშის პლანტაციებზე საგანგებოდაა შერჩეული. საღამოს კი ჩაის კოქტეილების დრო დგება. მაგრამ მენიუს მთავარი პუნქტი წიგნებია!

ბარი პროექტში The Living Bookshelf მონაწილეობს, რომლის ფარგლებში ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, მწერლები და მუსიკოსები ყოველწლიურად საკუთარ ლიტერატურულ ნაკრებებს ადგენენ. Teatulia-სთვის წიგნების თარო ტილდა სუინტონმა შეაჩია.

ბარის ინტერიერი ბიუროს Russell Sage Studios ეკუთვნის. მათ 1950-იანი წლებისა და არ-დეკოს სტილი გააერთიანეს. თაროებზე წიგნები და ჩაის ყუთები მონაცვლეობითაა მოთავსებული. გარემოს კიდევ მეტ სიმყუდროვეს ფირსაკრავი უქმნის, რომლის საშუალებით სტუმრებს ვინილის ფირფიტების მოსმენა შეუძლიათ.

თუ ლონდონში იქნებით, შეგიძლია ბარს ესტუმროთ და ჩაი დააგემოვნოთ. ეს კი მისამართია: 36 Neal Street, Covent Garden, WC2H 9PS

კომენტარი
%d bloggers like this: