Tomo Koizumi-ს ზღაპრული კაბები და “კონკიას” ისტორია

ტოკიოელი დიზაინერის, ტომო კოიძუმის ისტორია “კონკიას” ანალოგია.

კოსტიუმების დიზაინერი და ხელოვნების მასწავლებელი Instagram-ზე გავლენიანმა სტილისტმა ქეითი გრანტმა აღმოაჩინა და სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ ტომოს სადებიუტო კოლექციის ჩვენება ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, მარკ ჯეიკობსის მაღაზიაში შედგა.

ყველაზე ამაღელვებელი კი მოდელების ნაკრები გახლდათ. კოიძუმის ჰაეროვანი, ასობით კილომეტრის ფერადი კანტებისგან შეკერილი კაბები ბელა ჰადიდმა, ემილი რატაკოვსკიმ, ჯოან სმოლსმა, ტეილორ ჰილმა და გვენდოლინ კრისტიმ მოირგეს.

ვიზაჟი კი პეტ მაკგრატის პროფესიონალთა გუნდს ეკუთვნის.

კითხვაზე თუ რა დრო სჭირდება ერთი ასეთი კაბის შეკერვას, დიზაინერმა უპასუხა, რომ ძალიან სწრაფად, 4-5 საათში კერავს. “მასალა წინასწარ მაქვს მზად და ფერის შერევის საკუთარ ტექნიკას ვიყენებ”.

 

კომენტარი
%d bloggers like this: