Twilly d’Hermès – ახალი სუნამო Hermès-ისგან

გურამიშვილის მარანმა, რომელიც საგურამოში მდებარეობს ახალი სუნამოს Twilly d’Hermès-ის პრეზენტაციას უმასპინძლა. სუნამოს ინსპირაცია HERMES-ის ცნობილი აბრეშუმის ფერადი ვიწრო შარფია. პრეზენტაციაზე ხატია შამუგია, მაღაზიათა ქსელის „ისი-პარი“ მარკეტინგის მენეჯერმა ახალ სუნამოზე შექმნის ისტორიასა და თვისებებზე ისაუბრა. ახალი არომატი თავისუფლების მოყვარული და თამამი ქალბატონებისთვისაა, რომლებიც ახალგაზრდული განწყობის შენარჩუნებას ახერხებენ.

სუნამო ჰერმესის ექსკლუზიურმა პარფიუმერმა, კრისტენ ნაგელმა შექმნა, რომელიც კომპანიას ორი წლის წინ შეუერთდა. მისთვის ინსპირაცია ახალგაზრდა, თავისუფალი, ცოტა თამამი და არაპროგნოზირებადი  ქალი გახდა. სუნამოს ძირითადი ინგრედიენტებს კოჭა, თეთრი, მექსიკური ტუბეროზი და სანდალოსის  ხე შეადგენს და როგორც მისი შემქმნელი ამბობს, არასდროს არაფერში აგერევათ.

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: