Hermès-ის ახალი სუნამო Un Jardin Sur La Lagune “ბაღების” კოლექციიდან

ბრენდმა Hermès სუნამოების კოლექცია Les Jardins მარტში კიდევ ერთი არომატით Un Jardin Sur La Lagune შეავსო.

Les Jardins – “ბაღების” ხაზი 14 წლის წინ შეიქმნა და პირველი სუნამო Un Jardin En Méditerranée ჟან-კლოდ ელენმა შექმნა.

მიუხედავად პოპულარობისა, ხაზი ახალი სუნამოებით იშვიათად ივსება. უკანასკნელი 2015 წელს გამოვიდა და მისი ავტორი კვლავ ჟან-კლოდ ელენი იყო.

Un Jardin Sur La Lagune კი კრისტინ ნაჟელმა შექმნა. სუნამოს ვენეციაში გადაყავხართ და ქალაქის ჯადოსნურ სილამაზეს გაჩვენებთ.

ნაჟელმა ახალ არომატში მაგნოლიის ყვავილის და თეთრი ლილიის ნოტები ზღვისა და ხის ტონალობებთან შეახამა.

Un Jardin Sur La Lagune ლაგუნაში მდებარე საიდუმლო ბაღზე გვიყვება, პარფიუმის შეფუთვის  დიზაინი კი ცნობილმა ბოსნიელმა მხატვარმა საფეტ ზეკმა შექმნა.

ახალ არომატს ახასიანებენ როგორც ცოცხალს, ნაზს, თვითმყოფადსა და ცოტა ნოსტალგიურს.

სუნამოს შეძენა “ისი-პარის” მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი.

კომენტარი
%d bloggers like this: