United Colors of Benetton-ის არტ-დირექტორი ჟან-შარლ დე კასტელბაჟაკი გახდა

WWD-ის ცნობით, ფრანგი დიზაინერი ჟან-შარლ დე კასტელბაჟაკი იტალიური ბრენდის United Colors of Benetton არტ დირექტორი გახდა. ის ბრენდის ორივე, ქალის და მამაკაცის ხაზს უხელმძღვანელებს. დიზაინერის სრულფასოვანი დებიუტი 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე შედგება, თუმცა მისი ჩართულობით შექმნილი კოლექციის ნაწილს 2019 წელსაც ვნახავთ.

ჟან-შარლ დე კასტელბაჟაკი ცნობილია საკუთარი ბრენდით, რომელიც 70-იანი წლების ბოლოს შექმნა. Jean-Charles de Castelbajac-ის არსებობის მანძილზე შეიქმნა კოლაბორაციები Max Mara-სთან, Ellesse, Courrèges-თან, Rossignol-თან და Le Coq Sportif-თან. კასტელბანაჟის ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ნიუ-იორკის მოდის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, პარიზის მუზეუმში Musée Galliera და ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში ლონდონში.

 

კომენტარი
%d bloggers like this: