Versace-ს ახალი სუნამო Dylan Blue ქალებისთვის

ახალი არომატის Dylan Blue Pour Femme შექმნაში მონაწილება თავად დონატელა ვერსაჩემ მიიღო. 2017 წელს გამოშვებული სუნამოს ავტორი კალის ბეკერია და ის მანამდე გამოსული Dylan Blue Pour Homme-ის ქალური ვარიანტია.

სასტარტო აკორდს შავი მოცხარის, მწვანე ვაშლის, სამყურას და კესანეს კომპოზიცია შეადგენს, შუალედურს – ატამი, პიონი, ვარდი, ჟასმინი და ასკილი, ხოლო ძირითად ბაზას მუშკი, პაჩული, სტირაქსი და ხის ღია ჯიშები.

პირველი, რაც თვალს იტაცებს სუნამოს შეფუთვაა. მუქი საფირონის ფერისა და Versace-ს საყვარელი ოქროსფერის კომბიანაცია ძველი რომაული ამფორის ფორმაში გაერთიანდა, მისი გვირგვინი კი, ტრადიციულად, ბრენდის უცვლელი ლოგო – მედუზა გორგონას თავია.

Dylan Blue-ს შეძენა, რომლის სარეკლამო კამპანიისთვის იტალიელი მოდელი ფარეტა მიიწვიეს, უკვე შესაძლებელია „ისი პარის“ მაღაზიათა ქსელში.

კომენტარი
%d bloggers like this: