Versace შემოდგომა/ზამთარი 2018

Versace-ს ჩვენება მილანში ნატალია ვოდიანოვამ გახსნა, რითიც მოდის სახლმა შეგვახსენა, რომ მართალია, მილენიალთა თაობა ყურადღების ცენტრშია, მაგრამ წარსულის გარეშე არ არსებობს მომავალი.

დონატელა ვერსაჩემ ახალ კოლექციაში ბაროკოს ელემენტებს ახალგაზრდა სუბკულტურებისთვის დამახასიათებელი ნიშნები და 80-იან წლებში პოპულარული ტრენდი “ყველაფერი ერთად” დაუმატა.

კოლექციაში სახელწოდებით “კლანები” შედის ბრენდის საფირმო მინი კაბები, კუბოკრული ბოლოკაბები, გეტრები და საფეხბურთო ფანატების საყვარელი შარფები.

კომენტარი
%d bloggers like this: