Vetements პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ბრუნდება

ბრენდ Vetements-ს შემდეგი ჩვენება პარიზში, 1 ივლისს ჩატარდება.

დემნა გვასალია 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ქალისა და მამაკაცის კოლექციას წარმოადგენს. ახალი ჩვენების ადგილი ჯერჯერობით უცნობია და ჩვენებამდე 1 კვირით ადრე გამოცხადდება.

იანვარში პარიზული ჩვენება გაიმართა, გასულ ზაფხულს კი ბრენდის ხელმძღვანელობამ ტრადიციულ სეზონურ კალენდარზე უარი განაცხადა. როგორც ბრენდის CEO გურამ გვასალიამ განმარტა, “ჩვენებები ძალიან ხშირად იმართება და ბევრია, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთ დიდ 365 დღიან ჩვენებაზე ვართ”.

 

კომენტარი
%d bloggers like this: