YouTube -ის აუდიტორია 1,8 მილიარდამდე გაიზარდა

YouTube -ზე დარეგისტრიტებული მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც ყოველთვიურად ათვალიერებენ კონტენტს, 1,8 მილიარდ ადამიანამდე გაიზარდა – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა სიუზენ ვოიჟიტსკიმ. მან აღნიშნა, რომ ამ ციფრში არ შედის დაურეგისტრირებელი მომხმარებლების ნახვის რაოდენობა. 2017 წელის ზაფხულში ეს მაჩვენებელი 1,5 მილიარდს არ აღემატებოდა, შესაბამისად მაყურებელთა რიცხვი 20 %-ით გაიზარდა.

ვოიჟიტსკიმ ისიც დაამატა, რომ რეკორდებს შორი ბიონსეს ფესტივალ  Coachella-ზე გამოსვლაც მოხვდა, რომელიც ორმოცდაერთმა მილიონმა ადამიანმა ნახა.

პლატფორმის ხელმძღვანელმა პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით “არაკეთილსინდისიერი მომხმარებლები” ქმნიან მოუღებელ კონტენტს და მანიპულირებენ მაყურებლებზე.  ვოიჟიტსკი გამოსავალს ხელით მოდერაციაში ხედავს. 2018 წელს კომპანიას ათი ათასი მოდერატორი შეემატება.

ცოტა ხნის წინ YouTube 13 წლამდე ასაკის ბავშვების პირდაპი ინფორმაციის შეგროვებაში დაადანაშაულეს. ციფრული დემოკრატიის ცენტრის განცხადებით, ვიდეოჰოსტინგი ამ ინფორმაციას რეკლამის შესარჩევად იყენებს.

 

კომენტარი
%d bloggers like this: